TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი და ჯონათან დევიდი საბოლოოდ შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, მხარეებმა როგორც პირადი კონტრაქტის დეტალები, ასევე აგენტის საკომისიო და ერთჯერადი ბონუსის თანხა შეათანხმეს.

რომანოს თქმით, კანადელი ფორვარდი ტურინში უახლოეს პერიოდში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

error: დაცული კონტენტი !