ტუდორი:“ რეალი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა რეალთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, რეალში ბევრი ცვლილება მოხდა, ახალ მწვრთნელს გუნდში ყოველთვის ახალი ენთუზიაზმი და მოტივაცია მოაქვს, ამიტომ რეალი მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებული და მოტივირებული იქნება.
„ამის მიუხედავად, ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენი მიზანი ნებისმიერ მატჩში გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლაა, გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება.
„არის თუ არა ეს ტურნირის უმნიშვნელოვანესი მატჩი ? რა თქმა უნდა.
„სიტისთან მარცხი ? მარცხი როგორც ფეხბურთის, ასევე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. ახლა ჩვენ ახალი გამოწვევა გველოდება და კონცენტრაცია სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ.
„კარგად ვიცით, თუ რამდენად რთული იქნება ეს მატჩი, მაგრამ ჩვენ გამოწვევები არ უნდა გვაშინებდეს, უნდა ვიყოთ მზად საბრძოლველად, უნდა ვირბინოთ, დავიხარჯოთ ბოლომდე და მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)