იუვე ლაპორტეს ტრანსფერისთვის ბრძოლაში დაწინაურდა
იტალიური გამოცემა Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი აიმერიკ ლაპორტეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა 31 წლის მცველს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსმა უშუალოდ ალ-ნასრს ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება, 10 მილიონი შესთავაზა და მათი პასუხის მოლოდინშია.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
