TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კვარას ტრანსფერით ინტერესდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსი ნაპოლის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

კვარას აგენტმა ღიად დაადასტურა, რომ ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის. მხარეები უახლოეს პერიოდში შეხვდებიან და საბოლოოდ გადაწყდება, დატოვებს თუ არა ხვიჩა ნაპოლის.

მომბლანოს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩას წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა, თუმცა ჯერჯერობით აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ნაპოლის კვარას გაშვება იუვენტუსში არ ენდომება, თუმცა ბიანკონერიმ შესაძლოა ფედერიკო კიეზა გამოიყენოს…

89 views
error: დაცული კონტენტი !