ლიდსი ლუისის ტრანსფერით ინტერესდება
ლიდს იუნაიტედი იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერით ინტერესდება.
27 წლის ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ის დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.
ბრიტანული წყაროების ცნობით, ლუისის ერთ-ერთი მსურველი ლიდსია, ინგლისელებმა ბრაზილიელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან მოლაპარაკებებს შეუდგებიან.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)