იუვენტუსი დევიდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსსა და ჯონათან დევიდის აგენტს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
Tuttosport-ის ცნობით, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც კანადელი იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 8 მილიონი ევრო იქნება.
პრობლემა კვლავ ფეხბურთელის აგენტის საკომისიოა, მაგრამ დევიდის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია და დიდია ალბათობა, მხარეებმა საერთო ენა უახლოეს პერიოდში გამონახონ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)