პალერმო აჯიჩის ტრანსფერზე მუშაობს
იუვენტუსის ტალანტის ვასილიე აჯიჩის ტრანსფერით პალერმო ინტერესდება.
სერია ბ-ში მოასპარეზე სიცილიელები იუვენტუსის ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ცდილობენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ტურინული გრანდი აჯიჩის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მხოლოდ მშრალ იჯარას განიხილავს, მისი გამოსყიდვის უფლების გარეშე.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)