TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა დი გრეგორიოს სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა

მიკელე დი გრეგორიო ტურინში ხუთშაბათს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსს ოფიციალურად შეუერთდება.

ნიკოლო სკირას ცნობით, სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო კარის დარაჯის ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე გადაწყვეტილია და მას გაოფიციალურებაღა აკლია.

დი გრეგორიო ტურინული გრანდის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც იუვენტუსს 20 მილიონი ევრო დაუჯდება. იტალიელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო 2 მილიონი ევრო იქნება.