TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და რომა სენესის ტრანსფერით ინტერესდებიან

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, რომა და იუვენტუსი ბორნმუთის მცველის მარკო სენესის ტრანსფერით ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფიზიკურად ძლიერი მცველის ძიებაშია, ვისაც მარცხენა ფეხით შეუძლია თამაში და 28 წლის არგენტინელი ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნეა.

სენესის მიმდინარე კონტრაქტი ინგლისელებთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონად იქნება შესაძლებელი.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !