იუვე და ინტერი ჰოილუნდის მიმართ ინტერესს არ კარგავენ
ინგლისური გამოცემა talkSPORT-ის ინფორმაციით, რასმუს ჰოილუნდი დიდი ალბათობით მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს.
წყაროს ცნობით, ჰოილუნდი რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედის და წითელი ეშმაკები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.
გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს მსურველები მრავლად ჰყავს, მათ შორის გამოსარჩევი იუვენტუსი და ინტერია, თუმცა იტალიური გრანდები ფეხბურთელს მხოლოდ იჯარით გაიფორმებენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)