TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლეონის ტრანსფერისთვის ბრძოლაში იუვენტუსი დაწინაურდა

ჯოვაი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი პარმას ტალანტის ჯოვანი ლეონის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი 18 წლის მცველის გაფორმებას და მისი პარმაში 1 წლით დატოვებას გეგმავს.

პარმას ფეხბურთელის გაყიდვა არ სურდა, მაგრამ თუ ტურინული გრანდი მას არენდით ჯალობლუში დატოვებს, მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

იუვენტუსს ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონი დაუჯდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

62 views
error: დაცული კონტენტი !