TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯუნტოლი სანჩოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ჯეიდონ სანჩო იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე ხდება.

ბიანკონერი ფედერიკო კიეზასა და მატიას სულეს პოტენციური შემცვლელის ძიებაშია და ტიაგო მოტას მოთხოვნით, მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ.

ბრიტანული წყაროების ცნობით, მანჩესტერში იჯარიდან დაბრუნებული სანჩო წითელი ეშმაკების გეგმებში არ შედის და მის გაშვებას გეგმავს, თუმცა ამ მომენტისთვის ფეხბურთელის იჯარით გასხვისება არ სურს და მის სანაცვლოდ 40-45 მილიონის მიღების იმედი აქვს, ჯუნტოლის კი თავის მხრივ მისი 1-წლიანი არენდით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

33 views
error: დაცული კონტენტი !