ნოტინგჰემი იუვენტუსის ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს
იტალიური მედიის ცნობით, ნოტინგჰემ ფორესტი იუვენტუსის ფეხბურთელების ტიმოთი ვეასა და სამუელ მბანგულას ტრანსფერებით ინტერესდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს.
ინგლისელებს ორივე ფეხბურთელის გაფორმება 25 მილიონი ევროს ფარგლებში სურთ, ტურინული გრანდი კი მეტ ფულს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)