იუვენტუსმა დევიდთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსმა ჯონათან დევიდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც კანადელი ფორვარდის წლიური გასამრჯელო 6 მილიონი იქნება, რასაც შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.
წყაროს ცნობით, ტრანსფერის დახურვას აგენტის მიერ მოთხოვნილი საკომისიო აფერხებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და იუვენტუსი დევიდის ტრანსფერის საბოლოოდ შეთანხმებას თვის ბოლომდე გეგმავს, როდესაც ის თავისუფალი აგენტი ოფიციალურად გახდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)