ვეამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
იუვენტუსის ვინგერმა ტიმოთი ვეამ შესაძლოა იუვენტუსის რიგები დატოვოს.
გუნდში იგორ ტუდორის მისვლის შემდეგ, ამერიკელი ფეხბურთელის სათამაშო დრო საგრძნობლად შეიზღუდა და ბიანკონერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვეას გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
ტიმოთის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს. ბიანკონერი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)