TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სკანავინო:“ იუვე მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებს“

იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ ვაიდადთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, აქ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები თამაშობენ და ვამაყობთ, რომ მათ შორის ჩვენც ვართ.

„ჩვენი მიზანი ტურნირზე თავის საუკეთესოდ წარმოჩენა და მაქსიმალურად შორს გასვლაა.

„ტუდორის ახალი კონტრაქტი ? მან გუნდი რთულ პერიოდში ჩაიბარა და კარგი შედეგები აჩვენა, ამიტომ იგორთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სრულიად ლოგიკურია. მან იუვენტუსს მონდომება, მოტივაცია და ბრძოლის სურვილი დაუბრუნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი გეგმები სატრანსფერო ფანჯარაზე ? ჩვენი მიზანი მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლაა და ამისთვის მაქსიმალურად ბრძოლისუნარიანი გუნდი გვჭირდება. ჩვენ კარგი საფუძველი გვაქვს, ძლიერი, ახალგაზრდა და ხარისხინი ფეხბურთელები, თუმცა ვაპირებთ შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემს.“

error: დაცული კონტენტი !