რუგანის იუვენტუსიდან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება
ალფრედო პედულას ცნობით, დანიელე რუგანის იუვენტუსიდან წასვლის შანსი ძალიან დიდია.
წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაბული ალ-შაბაბი, ასევე აიაქსი და ჯენოა იჩენენ.
რუგანიმ ტურინულ გრანდთან კონტრაქტი ახლახანს გააფორმა, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 8-9 მილიონს გადაიხდის, ჯუნტოლი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.