TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერი:“ რთული თვეები, დაბრუნების გამო ძალიან ბედნიერი ვარ“

იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა გამოცემა Globo Esporte-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლება ? 8-თვიანი პაუზისა და დაუღალავი შრომის შემდეგ, ნაცნობ გარემოში დაბრუნება და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის განახლება ძალიან სასიამოვნოა. ჯერჯერობით სრული დატვირთვით გუნდთან არ ვვარჯიშობ, მაგრამ ნელ-ნელა ინტენსიობას ვუმატებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„გასული 8 თვე ძალიან რთული იყო, მე ვერ ვაკეთებდი იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვიცოდი, რომ მხოლოდ ტრავმაზე ფიქრი კარგს არაფერს მომიტანდა, ამიტომ სხვა ჰობები ვიპოვნე, ვისწავლე გიტარაზე დაკვრა, დავწერე წიგნი, ამ ყველაფერმა რთულ მომენტთან გამკლავების საშუალება მომცა.

„იტალია და ტურინი ? მე ტურინში ძალიან განვვითარდი, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი. მე გავიცანი ევროპული, იტალიური კულტურა და ფეხბურთი, რომელიც უნიკალური და ძალიან რთულია.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !