TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოლო მუანი:“ იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ და აქ დარჩენის იმედი მაქვს“

ალ აინის კარში დუბლის ავტორმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა კოლო მუანიმ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მატჩის გამო ბედნიერი ვარ, ჩვენ კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა კი მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

„კარგი ფორმა ? დიახ, მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ და თანაგუნდელებთან ერთად თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

„ამბიციები მსოფლიო ჩემპიონატზე ? ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით. მინდა, თანაგუნდელებს დავეხმარო და გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

„ჩემი მომავალი ? მე იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის გუნდი, რომლისგანაც სიყვარულს ვგრძნობ და იმედი მაქვს, აქ დავრჩები.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !