კოშტა:“ იუვენტუსის მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ალბერტო კოშტამ, ვინც ალ აინთან მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩნა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ ნებისმიერ შეხვედრაში გუნდის მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა.
„მადლობას ვუხდით ქომაგებს, მათი აქ ყოფნა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)