კელი:“ იმედი მაქვს, ამ დიდებული გუნდის რიგებში დიდი ხანი დავრჩები“
იუვენტუსის მცველმა ლოიდ კელიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ინტერესი კრისტალ პალასის მხრიდან ? მე 100 პროცენტით იუვენტუსზე ვარ კონცენტრირებული. ვამაყობ, რომ ამ დიდებული გუნდის რიგებში თამაშის პატივი მაქვს და იმედია, იუვენტუსის მაისურით თამაში დიდი ხნის განმავლობაში შემეძლება.
„მე ახალ კულტურასთან, ფეხბურთის სტილთან ადაპტაციას გავდივარ. იტალიაში ყოველთვის საუკეთესო მცველები ასპარეზობდნენ და აქ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა.
„მსოფლიო ჩემპიონატი ? ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსთან ერთად ამ გამორჩეულ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა მაქვს.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)