იუვენტუსის საბოლოო უარი მილანს, კამბიაზო არ იყიდება
მილანმა იუვენტუსთან ანდრეა კამბიაზოს თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო.
SportItalia-ს ინფორმაციით, კამბიაზო იგორ ტუდორის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ხორვატმა სპეციალისტმა ანდრეას გაყიდვას ვეტო პირადად დაადო და ის ბიანკონერის რიგებს არ დატოვებს.
იუვენტუსი კამბიაზოს ახალ კონტრაქტზე უკვე მუშაობს, რომლის მიხედვითაც იტალიელი გუნდში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)