TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის კოლო მუანის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, პარიზელები ფრანგი ფორვარდის იუვენტუსში 1-წლიანი იჯარით დატოვების წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ სურთ, რომ სეზონის ბოლოს მისი 40-45 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იყოს, ბიანკონერის კი თავის მხრივ სურს, რომ ეს პუნქტი მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გააქტიურდეს.

აგრესტის თქმით, იუვენტუსი პოზიტიურად არის განწყობილი, რადგან ფეხბურთელს ტურინში დარჩენა უნდა, რამაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !