ვლაჰოვიჩი მილანში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, თუმცა…
იტალიური მედიის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩი კარიერის მილანში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სერბმა ფორვარდმა ლომბარდიულ გრანდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ პრობლემა ვლაჰოვიჩის მაღალი ხელფასია.
წყაროს ცნობით, მილანი დუშანს წლიურად 7 მილიონ ევროს სთავაზობს, თავად სერბი კი მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვს…
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
