მილიკი იუვენტუსს დატოვებს
არკადიუშ მილიკი იუვენტუსს მომდევნო კვირებში დატოვებს.
პოლონელმა ფორვარდმა ახალხანს გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, შემცირებული ხელფასით, თუმცა ამის მიუხედავად მილიკის ბედი უკვე გადაწყვეტილია.
Calciomercato-ს ცნობით, არკადიუშის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე იტალიურმა გუნდმა უკვე გამოითხოვა. ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ 4-5 მილიონის გამომუშავების იმედი აქვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)