TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი, კომო და ბოლონია პერინის ტრანსფერზე მუშაობენ

მატია პერინის იუვენტუსიდან წასვლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელი კიპერის მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის მილანი, ბოლონია და კომო იჩენენ.

წყაროს ცნობით, პერინი უპირატესობას იმ გუნდს მიანიჭებს, სადაც ის ძირითადი კიპერი იქნება.

იუვენტუსს პერინის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და ნაპოლის ელია კაპრილეს გაფორმებას ეცდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !