იუვენტუსი დევიდის პასუხის მოლოდინშია
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ჯონათან დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის წინადადება კანადელის მიმართ კვლავ ძალაშია და ბიანკონერი ფეხბურთელისგან საბოლოო პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.
იუვენტუსმა დევიდს, ვინც თავისუფალი აგენტი გახლავთ, 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში 6 მილიონსა და ბონუსებს სთავაზობს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)