იუვენტუსსა და ნაპოლის შორის მომდევნო დღეებში ოსიმენის თაობაზე შეხვედრა გაიმართება
Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ცენტრ-ფორვარდის ძებნას აგრძელებს და მათ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ ვიქტორ ოსიმენი რჩება.
წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში ტურინული გრანდის წარმომადგენლები ნაპოლის ხელმძღვანელობას შეხვდებიან და ვიქტორ ოსიმენის თაობაზე ისაუბრებენ.
გამოცემის ინფორმაციით, თუ იუვენტუსი ოსიმენის სანაცვლოდ 70-75 მილიონის გადახდას დათანხმდა, პარტენოპეი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან ამ მომენტისთვის ოსიმენის გამოსასყიდი თანხის გადახდის სურვილი მხოლოდ არაბულმა გუნდებმა გამოთქვეს, ოსიმენს კი ევროპაში დარჩენა სურს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)