იუვენტუსი 8 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 8 ფეხბურთელის გაყიდვას ეცდება.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის მიზანი ვლაჰოვიჩის, დუგლას ლუისის, კელის, რუგანის, კოსტიჩის, პერინის, მბანგულასა და მილიკის გასხვისება და სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღებაა.
გამოცემის ინფორმაციით, მიღებული თანხა სრულიად შემადგენლობის გაძლიერებას მოხმარდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)