იუვენტუსმა პერინის შემცვლელი შეარჩია
სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო მატია პერინი დიდი ალბათობით იუვენტუსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და ტურინულ გრანდს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ახალგაზრდა იტალიელი კარის დარაჯის ელია კაპრილეს ტრანსფერით ინტერესდება.
23 წლის ფეხბურთელი ნაპოლის საკუთრებაშია, თუმცა გასული სეზონი კალიარიში გაატარა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. პარტენოპეი მის სანაცვლოდ 9-10 მილიონს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)