TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალაფიორი ბოლონიას იუვენტუსში ტრანსფერს სთხოვს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, რიკარდო კალაფიორი იტალიის დატოვებას არ აპირებს და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.

იტალიელ მცველს მსურველების რიგი უდგას, მის მიმართ ინტერესს ლივერპული, ჩელსი, არსენალი და რეალი იჩენენ, თუმცა წყაროს ცნობით, კალაფიორის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია.

კრისტიანო ჯუნტოლიმ ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა იუვენტუსს ამ მომენტისთვის ბოლონიას მიერ მოთხოვნილი 40-45 მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლია…