გიოკერეში იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის
გამოცემა Eurosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, შვედი ფორვარდის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია, თუმცა ის სერია ა-ში გადასვლასა და იუვენტუსის რიგებში თამაშზე უარს არ იტყვის.
გამოცემის ინფორმაციით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. სპორტინგი 27 წლის შემტევის სანაცვლოდ, რომელმაც გასულ სეზონში 54 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა, 80 მილიონს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)