TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბეშიქთაში მილიკის ტრანსფერით ინტერესდება

თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, ბეშიქთაში იუვენტუსის ფორვარდის არკადიუშ მილიკის ტრანსფერით ინტერესდება.

პოლონელი ფორვარდი, რომელმაც მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს, ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი მის გაყიდვას გეგმავს.

წყაროს ცნობით, თურქებმა მილიკის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. იუვენტუსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 7-8 მილიონ ევროს ითხოვს.

29 views
error: დაცული კონტენტი !