მილანის პირველი წინადადება ვლაჰოვიჩს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და როგორც იუვენტუსთან, ასევე უშუალოდ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
წყაროს ცნობით, ლომბარდიულმა გრანდმა დუშანს 4-წლიანი კონტრაქტი და სეზონში გასამრჯელოს სახით 7 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც დიდი ალბათობით უარს მიიღებს.
სკირას თქმით, ვლაჰოვიჩი წლიურად მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვს და უფრო ნაკლებ ხელფასს არ დათანხმდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)