იუვემ მბანგულას ფასი დაადო
Tuttosport-ის ინფორმაციით, სამუელ მბანგულა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დატოვებს.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ბელგიელი იგორ ტუდორის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი მის გაყიდვას გეგმავს.
მბანგულას მსურველები როგორც სერია ა-ში, ასევე სხვა ჩემპიონატებში მრავლად ჰყავს. ბიანკონერი 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)