მილანის პირველი წინადადება ვლაჰოვიჩის თაობაზე…
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა იუვენტუსს დუშან ვლაჰოვიჩის თაობაზე პირველი წინადადებით მიმართა.
SportMediaset-ის ცნობით, როსონერი ტურინულ გრანდს სერბი ფორვარდის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს სთავაზობს, იუვენტუსი კი თავის მხრივ მინიმუმ 30 მილიონს ითხოვს.
წყაროს ინფორმაციით, იგორ ტუდორს ვლაჰოვიჩის შენარჩუნება სურს, ამიტომ კომოლი სერბს ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვედრას უახლოეს პერიოდში ამართავს, თუმცა თუ ვლაჰოვიჩმა ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა, ის გუნდს დატოვებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)