ტუდორი:“ იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან მსოფლიო ჩემპიონატსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„რამდენად ამაღელვებელია მსოფლიო ჩემპიონატი ? ძალიან, ეს სრულიად ახალი ტურნირია, რომელზეც მონაწილეობას მსოფლიოს საუკეთესო გუნდები მიიღებენ. ეს როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ქომაგებისთვის შესანიშნავი ტურნირი იქნება.
„იუვენტუსის მიზანი ? იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის და გამონაკლისი არც ეს ჩემპიონატი იქნება. ჩვენ ამერიკაში საბრძოლველად წავალთ და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ.
„რა გამოარჩევს იუვენტუსს სხვა გუნდებისგან ? პირველ რიგში, იუვენტუსში მუშაობის განსაკუთრებული კულტურაა და ეს თვისება ყოველთვის გუნდის ფუნდამენტი იყო. გუნდი, სადაც იერარქიას პატივს სცემენ, სადაც დაუღალავი შრომა, გაწეული მსხვერპლი და ბოლომდე ბრძოლა ყოველდღიურობაა. იუვენტუსის ისტორია გამარჯვებებით არის სავსე და გამარჯვება გუნდის მენტალობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
„ემოციები იუვენტუსში მოსვლის შემდეგ ? ვგრძნობ, რომ ეს ჩემთვის სწორი ადგილია. ვარ ძალიან მოტივირებული, გარშემო მყავს შესანიშნავი ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ და მათგან იმავეს ვიღებ, ჩვენ ერთად გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაპირებთ.
„ილდისი ? ის არის ფეხბურთელი, რომელსაც გამორჩეული თვისებები აქვს და რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია. კენანის მახასიათებლებს ყველა ხედავს, მაგრამ მე ყველაზე მეტად მისმა მენტალობამ, სწავლის სურვილმა გამაკვირვა.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)