TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს

იუვენტუსი და კენან ილდისი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

თურქი ფეხბურთელი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზრდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ილდისი იუვენტუსის პროექტის წამყვან ფიგურად მოიაზრება და მისი გაყიდვა არანაირი ფასის სანაცვლოდ არ იგეგმება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !