TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოგბა:“ მე უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებ“

იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, ვინც დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო 4-წლიან დისკვალიფიკაციას იხდის, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე ჯერ კიდევ იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ, გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს. ჯერჯერობით მწვრთნელთან და დირექტორთან საუბრის საშუალება არ მქონია, გუნდის მხრიდან ჯერჯერობით სიჩუმეა, ისინი დიდი ალბათობით ამ უსამართლობის წინააღმდეგ ჩემი აპელაციის საბოლოო პასუხს ელოდებიან.“

შეგახსენებთ, დისკვალიფიკაციის გამო, პოგბა მინიმალურ ხელფასს – თვეში 2,000 ევროს გამოიმუშავებს.