TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომანო:“ სპორტინგმა მსურველებს გიოკერეშის ფასი შეუთვალა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სპორტინგი ვიქტორ გიოკერეშის სანაცვლოდ 80-85 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი პორტუგალიური გუნდის მოთხოვნით უკმაყოფილოა, გუნდის დატოვება უფრო იაფად სურს, რის გამოც მხარეებს შორის დაძაბულობა სულ უფრო იმატებს.

რომანოს თქმით, გიოკერეშის ტრანსფერით დაინტერესებულ გუნდებს შორის იუვენტუსიც არის, თუმცა ბიანკონერის პირველ რიგში დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვა მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !