TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზოს გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი ანდრეა კამბიაზოს გაყიდვას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებში მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა მისი გაყიდვა ბიანკონერის გეგმებში არ შედის.

პედულას თქმით, სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ მინიმუმ 70-75 მილიონს გადაიხდის, რაც ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია.

error: დაცული კონტენტი !