პერინმა გუნდის დატოვება ითხოვა
ჯოვანი ალბანეზემ დაადასტურა, რომ მატია პერინის გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
იტალიელ კიპერს ისეთ გუნდში გადასვლა სურს, სადაც ის პირველი მეკარე იქნება და მის აგენტს ახალი გუნდის ძებნა უკვე დაწყებული აქვს.
პერინის მიმართ ინტერესს ბოლონია, მილანი და რომა იჩენენ, თუმცა ჯერჯერობით იუვენტუსს ოფიციალური წინადადება მიღებული არ აქვს.