იუვე ჯენოას სპორტული დირექტორით ინტერესდება
იუვენტუსი სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ჯენოას მარკო ოტოლინია.
იტალიელმა სპეციალისტმა გენუურ გუნდში შესანიშნავად იმუშავა, მისი წყალობით ჯენოამ როგორც სპორტული, ასევე ფინანსური სტაბილურობა დაიბრუნა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.
Tuttosport-ის ცნობით, კომოლი ოტოლინის სპორტული დირექტორის პოზიციაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრებს.