TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ტუდორს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

როგორც დამიენ კომოლიმ დაადასტურა (იხილეთ აქ), იგორ ტუდორი მომდევნო სეზონში იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი იქნება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდი ხორვატი სპეციალისტის მიმართ ნდობის დასადასტურებლად მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

ტუდორის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ახალი ხელშეკრულება კი 2027 წლამდე იქნება გათვლილი, მისი შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით.

56 views
error: დაცული კონტენტი !