ოსიმენმა ალ-ჰილალი უარით გაისტუმრა და ევროპაში დარჩენა სურს…
არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, ვიქტორ ოსიმენმა ალ-ჰილალში ტრანსფერზე უარი თქვა და კარიერის ევროპაში გაგრძელება უნდა.
ალ-ჰილალმა ნაპოლისთან ოსიმენის ტრანსფერის დეტალები შეათანხმა და თავად ნიგერიელს წლიურად 35 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ვიქტორმა არაბები უარით გაისტუმრა.
ოსიმენი იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრებოდა, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის წასვლის შემდეგ ტურინული გრანდის ინტერესმა იკლო. ჯერჯერობით უცნობია, ეცდება თუ არა დამიენ კომოლი ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას.