TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რასპადორი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ჯაკომო რასპადორის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ტურინული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მეტი იტალიელი ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება და მათი ერთ-ერთი სამიზნე რასპადორი გახლავთ.

25 წლის ფორვარდი ნაპოლიში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდში ანტონიო კონტეს დარჩენის ფონზე, ის სავარაუდოდ პარტენოპეის რიგებს დატოვებს. რასპადორი 20-25 მილიონად არის შეფასებული.

error: დაცული კონტენტი !