TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: იუვენტუსმა 4 ამხანაგური მატჩი ჩანიშნა

იუვენტუსმა დაადასტურა, რომ სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ტურინული გრანდი 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ბიანკონერი 26 ივლისს ნიურნბერგს, 3 აგვისტოს კი ბრესტს დაუპირისპირდება.

იუვენტუსის ახალგაზრდულ გუნდთან ტრადიციული დაპირისპირება 6 აგვისტოს გაიმართება, 11 აგვისტოს კი ბიანკონერი სეზონისთვის მზადებას ატლეტიკოსთან მატჩით დაასრულებს.