იუვე ფრატეზის სიტუაციას აკვირდება
იუვენტუსი ინტერის ფეხბურთელის დავიდე ფრატეზის ტრანსფერით ინტერესდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერში მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, ნერაძურის რიგები შესაძლოა არაერთმა ფეხბურთელმა დატოვოს და მათ შორის ერთ-ერთი 25 წლის ნახევარმცველია.
წყაროს ინფორმაციით, თუ ნერაძურიმ ფრატეზის გაყიდვა გადაწყვიტა, მისი ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსი იქნება. დავიდე დაახლოებით 40-45 მილიონად არის შეფასებული.