TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტის სავარაუდოდ პიოლი ჩაანაცვლებს…

იტალიის ნაკრები ლუჩიანო სპალეტის შემცვლელის ძიებას აქტიურად შეუდგა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, სპალეტი გუნდს მოლდოვასთან მატჩის შემდეგ დატოვებს და აძურის ახალი მწვრთნელი ეყოლება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტი სტეფანო პიოლი გახლავთ.

იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით ალ-ნასრს დატოვებს და მოსალოდნელია, რომ აძურის მთავარი მწვრთნელის პოსტს სწორედ ის ჩაიბარებს.

error: დაცული კონტენტი !