TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა რაბიოსთვის შეთავაზებული წინადადება უკან გაიწვია

იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, იუვენტუსის მხრიდან ადრიენ რაბიოსთვის შეთავაზებული წინადადება, რომლის მიხედვითაც ფრანგს ტურინულ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შეეძლო და მისი გასამრჯელო 7.5 მილიონი ევრო იქნებოდა, მოქმედი აღარ არის.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლიმ ფრანგს ბოლო დღეებში საგრძნობლად დაბალი ხელფასი შესთავაზა და მის გაუმჯობესებას აღარ აპირებს.

რაბიოს კონტრაქტი იუვენტუსთან რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად ამოიწურა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას.